სიახლე ,,ტვ პირველზე" - ზაალ უდუმაშვილი ,,პირველების "გუნდს უერთდება

09.06.22 17:17
სიახლე ,,ტვ პირველზე" - ზაალ უდუმაშვილი ,,პირველების "გუნდს უერთდება

სიახლე ,,ტვ პირველზე" - ტელესივრცის გამორჩეული სახე, ზაალ უდუმაშვილი, პოლიტიკიდან ისევ მედიას უბრუნდება და ,,ტვ პირველის" გუნდს უერთდება.

ზალიკო იქნება ჩვენთან, ის იქნება გენერალური დირექტორის მოადგილე და ცენტრალური გამოშვების სახე და წამყვანი. - განაცხადა ,,ტვ პირველის" დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა.

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის, განცხადებით, უდუმაშვილი ცენტრალურ საინფორმაციო გამოშვებას ეკო მაღრაძესთან ერთად ორშაბათიდან წაიყვანს.

თავის, მხრივ, ზალიკო უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტისგან მიღებული უმკაცრესი რეზოლუციის შემდეგ, კითხვა, "რატომ დაბრუნდა მედიაში", აღარ უნდა დასვან: 

რატომ დავბრუნდი მედიაში? - თუ აქამდე ეს კითხვა ისმებოდა,  დღეს ამას  აღარ დასვამენ, განსაკუთრებით იმ რეზოლუციის შემდეგ, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, სადაც პირველ საფრთხედ შეფასებულია მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ის საშიშროება, რომლის წინაშეც დღეს ქართული მედია დგას. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მოტივი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები