სროლა რესტორანში - მცხეთაში, ხალხმრავალ ადგილას, ახალგაზრდამ ავტომატის ჯერი დაცალა
სროლა რესტორანში - სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ზეიმის დროს ახალგაზრდები ავტომატიდან ისვრიან. შემთხვევა ორი დღის წინ მცხეთაში, რესტორან "მარანში", მოხდა.
"პირველების" ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ზეიმის მონაწილემ ავტომატის ჯერი ისროლა, რესტორანში არა ერთი ადამიანი იმყოფებოდა. უცნობია, სად იყვნენ ამ დროს რესტორნის ხელმძღვანელობა და დაცვის სამსახური. მომხდარით ამ დრომდე არც შსს დაინტერესებულა.
გომელაურის უწყებამ აღნიშნულთან დაკავშირებით "პირველებს" ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მიაწოდა და თქვა, რომ საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს, პირი კი, რომელიც ხალხმრავალ ადგილას ავტომატიდან ისროდა, ინდეტიფიცირებულია. ის კონსტანტინე ნატროშვილია.
ამის მიუხედავად, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები არ მისულან. არ მომხდარა არც ვიდეკამერების ჩანაწერების ამოღებაც.