თავდასხმა ოპოზიციის ლიდერებზე - ირაკლი ხომასურიძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
ოპოზიციის ლიდერებზე თავდამსხმელი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ირაკლი ხომასურიძის ადვოკატი სააპალაციოს მიმართავს და პატიმრობის შეცვლას მოითხოვს. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც მოსამართლემ ძალადობრივი, პრორუსული დაჯგუფების წევრი ციხეში გაუშვა.
დაკავებულის უფლებდამცველი, ლექსო კობაძე, მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საპატიმრო 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ უნდა დატოვოს. მისი თქმით, შეუძლებელია, ხომასურიძეს ძალადობას ედავებოდნენ, რადგან პოლიტიკოსებს დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.
არაერთი პოლიტიკური პოლემიკა არსებობს ადამიანებს შორის~. ანალოგიურად იყო ბატონ დავით ბერძენიშვილსა და ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს შორის. არანაირად არ უნდა მომხდარიყო ის, რომ ჩარეულიყვნენ სამართალდამცავები და მკაცრად ასე აღკვეთის ღონსიძების სახით პატიმრობა შეეფარდათ მისთვის. არ ყოფილა ძალადობის ფაქტი.
თქვენ თავად იხილეთ ბატონ დავით ბერძენიშვილის ვიზუალი, როდესაც ის ინტერვიუს აძლევდა, ძალიან გაშმაგებული, ძალიან მოწადინებით, რომ დაემტკიცებინა, როგორ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური დაპირისპირება, რომ ბატონ ხომასურიძეს ხელი დაერტყას...ასეთი რამე არ ყოფილა, ძიძგილაობა არ არის დაპირისპირება, ახლოს მივიდნენ ერთმანეთთან, სიტყვიერი შეურაცხყოფა ერთმანეთს მიაყენეს.
ჩვენი მოთხოვნაა, რომ გირაოთი გათავისუფლდეს, კაცს ათასი საქმე აქვს, - ამბობს ხომასურიძის უფლებადამცველი.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო, ცნობილი 3 დღეში გახდება.
შეგახსენებთ, რომ ვასაძის დაჯგუფების წევრი ,,რესპუბლიკელების" ლიდერებს თავს ქალაქის ცენტრში დაესხა. მას პროკურატურა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმანციას და ძალადობას ედავება. საქალაქო სასამართლომ ხომასურიძეს პატიმრობა მიუსაჯა.