ბიძინა ივანიშვილს სულ არ სჭირდება ეს ორდენი, მაგრამ არ ეკუთვნის?! - პეტიციის ავტორი
ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის მინიჭებას ითხოვს, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ორდენი არ სჭირდება, თუმცა იმსახურებს.
,,ტვ პირველი" ნინო ჯღარკავას პეტიციის შესახებ ესაუბრა. ,,პირველებთან" საუბარში ჟურნალისტი ამბობს, რომ ქველმოქმედ კაცს ღირსების ორდენი ნამდვილად ეკუთვნის.
ბიძინა ივანიშვილს, ქველმოქმედს, კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება სიკეთეს აკეთებდა ჩუმად და წლები არავინ იცოდა, ვინ იყო, არ ეკუთვნის ღირსების ორდენი?! ჯერ ერთი, მე თუ მკითხავთ, მას ნამდვიალად არ სჭირდება მას ეს ორდენი, მაგრამ კარგი პასაჟი იქნებოდა“. - ამბობს ნინო ჯღარკავა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ბიძინა ივანიშვილისთვის ღირსების ორდენის მინიჭებას ითხოვს. ამის თაობაზე ჯღარკავამ სოციალურ ქსელში პეტიცია გაავრცელა.