5 ივლისის სისხლიანი მოვლენები და დაუსჯელი მოძალადეები - მაკდონალდი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

10.06.22 13:20
5 ივლისის სისხლიანი მოვლენები და დაუსჯელი მოძალადეები - მაკდონალდი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

5 ივლისის სისხლიანი მოვლენები და  დაუსჯელი მოძალადეები - კრიტიკულ მედიაში არსებული მდგომარეობის შესახებ დღეს კარა მაკდონალდს მედიის მიიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებმა ესაუბრეს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს ცოტა ხნის წინ შეხვდნენ. 

მედიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრო სექტორის თქმით, შეხვედრის მთავარი თემა 5 ივლისი და ის დაუსჯელებოს სინდრომი იყო, რაც ქვეყანაში არის.

საუბარი შეეხებოდა მედია გარემოს და კოლეგებმა ვისაუბრეთ იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც მედია სფეროში არსებობს. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი იყო 5 ივლისის მოვლენები, რომელსაც შეფასების კუთხით, ჩვენს მედია გარემოში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და ვისაუბრეთ იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხზე, რომლებმაც მედიაზე ასეთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს“. - აცხადებს მედიის ექსპერტი.

კარა მაკდონალდი ასევე  რელიგიური და სექსუალური უმცირესიობების წარმომადგენლებსაც შეხვდა. მთავარი საკითხი ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები იყო. მათ შორის, პრაიდის კვირეული, რომელიც დაანონსდა და რადიკალების მუქარა მათი მისამართით.

არასამთავრობოებმა ამერიკელი დიპლომატისგან მიიღეს გარანტიები, რომ ამერიკა საქმეების ადვოკატირების პროცესში ჩაერთვება.

საკითხებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი შტატებში წაიღებს და ამერიკელ კოლეგებს გაუზიარებს. 

მსგავსი სიახლეები