ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა

10.06.22 14:23
ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა

ბათუმში პირი "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. 

თვითმხილველი ყვება, რომ თავდამსხმელი სალაროს გახსნას ითხოვდა, იარაღის მუქარით მძევლის აყვანაც სცადა, თუმცა ვერ შეძლო. თავდამსხმელმა ვერც თანხის წაღება მოახერხა. 

"პირველებთან" ბანკის თანამშრომელი ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ "საქართველოს ბანკის" ოფისი ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით იყო გაჩერებული.

ბანკის თანამშრომლისგან განსხვავებით, შსს ფაქტს ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.

ფაქტზე გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით დაიწყო, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დაკავებულ პირს ბრალის დადასტურების შემთხვევაში ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები