პირი, რომელმაც ,,მარანში" ავტომატიდან ისროლა, დღეს რესტორნის თანამშრომლად გააფორმეს

10.06.22 18:06
პირი, რომელმაც ,,მარანში" ავტომატიდან ისროლა, დღეს რესტორნის თანამშრომლად გააფორმეს

რატომ აფარებს გომელაურის უწყება ხელს შეიარაღებულ პირს, რომელიც რესტორანში ავტომატიდან ისროდა?! ტვ პირველმა გაარკვია, რომ პირი, ვინც გუშინ რესტორან ,,მარანში" ავტომატი ისროლა, კოტე ნატროშვილია, ის თავისი შვილის დაბადების დღეს აღნიშნავდა. 

"პირველების" ინფორმაციით, კოტე ნატროლიშვილი დღეს რესტორანში დაცვის თანმშრომლად გააფორმეს  და მის სახელზე დღესვე გადაფორმდა ის ავტომატიც, რომელიც გავრცელებულ კადრებში ჩანს.

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც კოტე ნატროშვილი რესტორნის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან 15-მდე გასროლას ახორციელებს.

შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 2 მუხლით-ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა შენახვა და ხულიგნობა - დაიწყო. თუმცა, ,,პირველებს" სანდო წყარო უყვება, რომ სამინისტროში ყველაფერს აკეთებენ, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს. მიუხედავად იმისა, რომ კოტე ნატროშვილი რესტორნის დაცვის სამსახურში გააფორმეს, ,,ტვ პირველთან" საუბარში ,,მარნის" თანამშრომლები აცხადებენ, რომ მას არ იცნობენ.

ეს არაა ჩვენი თანამშრომელი, არ ვიცნობთ, არც ვიცით, ვინაა - ასე პასუხობენ რესტორნის თანამშრომლები ,,ტვ პირველს?. 

 

მსგავსი სიახლეები