ახმეტაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია 2 ადამიანი
ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა.
შემთხვევა სოფელ მატანთან გვიან ღამით მოხდა.
ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ორი კი მკურნალობას კლინიკაში განაგრძნობს.
გარდაცვლილი 50 წლამდე გებიშ ხანგოშვილია, რომელიც პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრის ხასო ხანგოშვილის შვილია.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობდა.