ქურდობების სერია ქუთაისში - ერთ ღამეში ქალაქში 20-ზე მეტი ლიფტი გაძარცვეს

11.06.22 13:38
ქურდობების სერია ქუთაისში - ერთ ღამეში ქალაქში 20-ზე მეტი ლიფტი გაძარცვეს

ქურდობების სერია ქუთაისში - ერთ ღამეში ქალაქის მასშტაბით 20-ზე მეტი ლიფტის გამშვები დეტალები მოიპარეს.

მოსახლეობის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის.

გახშირებულ ფაქტებზე მოსახლეობა საუბრობს. მათ გაძარცვული ლიფტების შეკეთება საკუთარი სახსრებით უწევთ.

პოლიციამ ჯერჯერობით ვერც ერთი დამნაშავე ვერ დააკავა.