უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირი აბაშაში, სამხედრო პატივით დაკრძალეს

11.06.22 16:21
უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირი აბაშაში, სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლია აბაშაში, სამხედრო პატივით დაკრძალეს. 

ოკუპანტების მიერ მოკლული ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. მათ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

"ამ ბიჭების დაღვრილი სისხლი და დათმობილი სიცოცხლე არ ჩაივლის უკვალოდ, მიუხედავად იმისა რა პოზიციასაც არ უნდა იკავებდეს დღეს ხელისუფლება". - განაცხადა ნიკა მელიამ.

ადგილზე იმყოფებოდა უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, სერგეი კრავჩუკი.

გიორგი გრიგოლია რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ომის დაწყებისთანავე ჩაერთო. ის ერთი კვირის წინ ქალაქ ბახმუტში ოკუპანტთან შეტაკებისას დაიღუპა. 

 

მსგავსი სიახლეები