თსუ-ს პროფესორები სამართალდამცავ უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ - განცხადება

11.06.22 17:25
თსუ-ს პროფესორები სამართალდამცავ უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ - განცხადება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები განცხადებას ავრცელებენ. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. 

განვითარებული მოვლენები არის კატეგორიულად მიუღებელი აკადემიური სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთის. ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროცესს, რომლის შედეგადაც დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათ შორის ჩვენი პროფესორები და ჩვენი კოლეგა-მეცნიერები. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ფაქტზე აუცილებლად უნდა დაიწყოს რეაგირება, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე სამართალდამცავი უწყებების მიერ. მოვუწოდებთ სტუდენტეს, პროტესტის შემთხვევაში, საკუთარი აზრი გამოხატონ კონსტრუქციულად. შეიძლება სტუდენტს ჰქონდეს სერიოზული ეკონომიკური პრობლემა და ვერ ახერხებდეს ვერსად ჩამოსვლას, ჩვენ ასეთ სტუდენტებთან ვიმუშავებთ ინდივიდუალურ რეჟიმში“.- აცხადებენ უნივერსიტეტის პროფესორები.
 

მსგავსი სიახლეები