სისხლიანი გარჩევა თბილისში - დაჭრილია ორი ახალგაზრდა

12.06.22 11:02
სისხლიანი გარჩევა თბილისში - დაჭრილია ორი ახალგაზრდა

სისხლიანი გარჩევა თბილისში - დაჭრილია ორი ახალგაზრდა. შემთხვევა დიღმის მასივში საღამოს 22:00 საათზე მოხდა. დანით დაჭრილ მამაკაცს კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, მას ფეხის არეში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. მეორე მამაკაცი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

ირკვევა, რომ ქუჩურ გარჩევაში ათამდე ადამიანი მონაწილეობდა. ამოღებულია დანაშაული იარაღიც. 

"პირველების" ინფორმაციით, ახალგაზრდებმა დაპირისპირება სკვერში დაიწყეს. სავარაუდო მოტივად შურისძიება სახელდება, სადაც ახალგაზრდა ქალიც ფუგურირებს.

ადგილობრივების თქმით, არცერთი დაჭრილი ახალგაზრდა ადგილობრივი არ არის. 

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. 

მსგავსი სიახლეები