თსუ-ს სტუდენტების პროტესტი გრძელდება - რექტორის კაბინეტი მესამე დღეა პიკეტირებულია

12.06.22 11:59
თსუ-ს სტუდენტების პროტესტი გრძელდება - რექტორის კაბინეტი მესამე დღეა პიკეტირებულია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტების პროტესტი გრძელდება. სტუდენტებს რექტორის კაბინეტი მესამე დღეა დაკავებული აქვთ და 24 საათიანი მორიგეობა აქვთ დაწესებული. ისინი იქ შესვლის საშუალებას არც რექტორს და არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას არ აძლევენ.

სტუდენტები პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. მოთოხვნები კი უცვლელია" სწავლების ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასვლა, ფინალური გამოცდების ინლაი ჩაბარება, ბიუჯეტის გამჭვირვალობა და რექტორის გადადგომა. 

მთელი ამ დროის განმავლობაში ვითხოვდით ღირსეულ საერთო საცხოვრებლებს, ფინანსურს გამჭვირვალობას ასევე, ჰიბრიდულს, რომელიც ავად თუ კარგად მაინც დავნერგეთ და ახლა არის საკითხი დასმული ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩაბარებას, რათა ყველას ჰქონდეს თანასწორი და თანაბარი გარემოება, რომ სრულფასოვნად მოახერხეოს გამოცდების ჩატარება. უმთავრესი მოთხოვნაა ის, რომ გვინდა, რომ რექტორის გადადგეს, იმიტომ, რომ ამ ადამიანს არ აქვს ჩნეთან ჯანსაღი ურთერთობა, - ამბობს სტუდენტი. 

სტუდენტები რამდენიმეთვიანი პროტესტის შემდეგ განათლების სამინისტრომ პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა. უწყება ორი დღის წინ უნივერსიტეტში მომხდარ  ძალადობას გაემიჯნა. მათი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და სტუდენტებმა შეთანხმებას თავად უნდა მიაღწიონ.

 

მსგავსი სიახლეები