ახალი მავთულხლართები ზარდიაანთკარში - ოკუპანტებმა საქართველოს ტერიტორიების მიტაცება განაახლეს
ოკუპანტებმა საქართველოს ტერიტორიების მიტაცება განაახლეს - ზარდიაანთკარში ახალი მავთულხლართები გაჩნდა. რკინის უკანონო კონსტრუქციებს რუსი ჯარისკაცები ამ წუთებშიც ამონტაჟებენ. ადგილობრივების მიწებს დეფაქტო რეჟიმი ოკუპირებულ ნაწილში აქცევს.
საქართველოს შსს-მ უსაფრთხოების ზომები მიიღო. ხელთშუა ზარდიანთკარის მონაკვეთთან მისვლა შეუძლებელია. ადგილზე ქართული პოლიციაა მობილიზებული, თუმცა უმოქმედოდაა.
ბორდერიაზიის პროცესს ადასტურებენ სუსსშიც.
სოფელი დახმარებას ითხოვს.
ანტისაოკუპაცი მოძრობა "ძალა ერობაშია" კი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტებს სასთბურე პირობებს უქმნის.
ზარდიაანთკარი არის ის ადგილი, სადაც ოკუპანტები უკვე რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდნენ. ეს ბორდერიზაცია შესაძლოა, იყოს მომავალი ანექსიის მომასწავებელი. ისინი ცდილობენ, რომ ბორდერიზაცია აწარმოონ და შესაბამისობაში მოიყვანონ ე.წ. სასაზღვრო სტანდარტთან ანუ ამზადებე ტერიტორიას და ე.წ. საზღვარს იმისთვის, რომ სამომავლოდ იქ უკვე დადგეს ქართულ-რუსული საზღვარი, - ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა.