სკანდალური აღიარება - რადიკალების ლიდერი ადასტურებს, რომ 5 ივლისის აქტივობების ლოკაციები წინასწარ იცოდნენ

12.06.22 13:29
სკანდალური აღიარება - რადიკალების ლიდერი ადასტურებს, რომ 5 ივლისის აქტივობების ლოკაციები წინასწარ იცოდნენ

სკანდალური აღიარება - რადიკალური დაჯგუფების მეთაური ადასტურებს, რომ 5 ივლისს ყველა ის ლოკაცია წინასწარ იცოდნენ, სადაც ჟურნალისტებს ფიზიკურად უნდა გასწორებოდნენ. კოკა მორგოშია ამბობს, რომ  კონკრეტული აქტივობების შესახებ მათ რამდენიმე საათით ადრეც კი იცოდნენ. მისი თქმით, ყოველ ჯერზე, როდესაც თბილისში მსგავსი აქტივობები დაიგეგმება, ისინი ანალოგიურ ქმედებებს განახორციელებენ.

მორგოშია ასევე, ამბობს, რომ თუკი საქართელოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს და ამის გამო ხალხი ქუჩაში გამოვა, ისინი პროტესტის ჩახშობას და შეკრებილების ძალადობრივად დაშლას კვლავ შეეცდებიან. 

"ალტ-ინფოს" დამფუძნებლის ეს განცხადება სუს-ის თანამშრომლების იმ მიმოწერას ამყარებს, რომელიც "ნოდარ მელაძის შაბათმა" მოიპოვა.

მე არ ვიცი სუს-ის ორგანიზებული რა არის, ეს არის ქართველი ხალხის ორგანიზებული 5 ივლისი. მართავდა თუ არა სუსი ამ პროცესებს, ეს უნდა გაარკვიოს გამოძიებამ და კითხვები უდნა დაუსვათ მათ. ჩვენ არც გვმართავდა, არც გვმართავს და ვერც გვმართავს ვერასდროს. არსებობს უამრავი ჩატი, ყველამ იცის, ხომ? ჩატები ჩვენიც, მაგათიც და არსებობენ ისეთი ხალხი, ვინც დაინტერესებულია. "სირცხვილიას" ეპიზოდს თუ გულისხმობთ, ვიცოდით და გვითხრეს რამდენიმე საათით ადრე. თუ "ნაციონალური მოძრაობა" და მათი ანასხლეტები დააპირებენ აქციებს და ამ აქციების შედეგად გაიფიქრებენ თავში, რომ რაღაცა 20 ივნისის მსგავსი მოაწყონ, ჩვენ ვიქნებით ფხიზლად. ვაანონსებთ, თუ იქნება მცდელობა რაღაცა პროვოკაციის, ამ ქვეყანას ომში არ ჩავათღევინებთ. ღარიბაშილის, 5 ივლისიდან მოყოლებული, მესიჯები და მისი ხედვები საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის მისაღები. ჩემთვისაც მსაიღებია,  - ამბობს მორგოშია. 

აღნიშნული ინფორმაციის გასაჯროების შემდეგ სუს-ში პანიკაა. სახელმწიფო უსაფღხტოების სამსახური ახლა ადგენს ვინ გადასცა "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერს" მამხილებელი მტკიცებულებები. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ყველა იმ მოხელის მკაცრად დასჯა ითხოვს, ვინ 5 ივლისის უმოწყალო ოპერაციაში მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის შაბათმა" საიდუმლო სამსახურის თანამშრომელთა მიმოწერა მოიპოვა, რომლითაც ირკვევა, რომ დედაქალაქის ცენტრში 5 ივლისის სისხლიანი მოვლენები "ქართულმა ოცნებამ" დაგეგმა. "შაბათის ეთერმა" დაადგინა ყველა იმ თანამშრომლის ვინაობა, ვინც ამ უმძიმეს დღეს დავალებებს გასცემდა და იღებდა.

მიხეილ ტურაბელიძე, მირიან ხუროშვილი, დიმიტრი კაპანაძე, თამაზ ბრეგვაძე, გია ბარამიძე, გიორგი ყიფშიძე და თამარ ზამბახიძე - ეს სუს-ის იმ თანამშრომლების ჩამონათვალია, ვინც ხუთი ივლისის მასობრივი ძალადობის პროცესს მართავდა

მსგავსი სიახლეები