"პუტინი ტერორისტია და უნდა დაისაჯოს" - რუსეთის მოქალაქეების პერფორმანსი საელჩოსთან
"პუტინი ტერორისტია და უნდა დაისაჯოს" - ამ მოწოდებით რუსეთის საელჩოსტან ათობით ადამიანი შეიკრიბა. აქცია რუსეთის მოქალაქეებმა გამართეს. პერფორმანსის მონაწილეებმა დიპლომატიურ სამსახურთან ეროვნული სიმბოლიკა გაშალეს და ფეხით გადაუარეს. მოქალაქეებს საელჩოსთან სიმბოლურად უკრაინის დროშებიც ჰქონდათ მიტანილი.
პუტინი აგრესიის მსხვერპლებს თბილისიდან სოლიდარობა თბილისიდან გამოუცხადეს. რუსეთის პრეზიდენტის დანაშაულს კი აქციის მონაწილეები საუკუნის დანაშაულად მოიხსენიებენ.