თავდასხმა საქართველოს ბანკზე ბათუმში - დაკავებულს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა
თავდასხმა საქართველოს ბანკზე ბათუმში - დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. ბაქარ მჟავანაძე მოსამასრთლემ პროკურატურის მოთხოვნით ციხეში გაუშვა.
ბრალდებულს სასამართლოსთვის სასამარლოსთვის ვრცელი ჩვენების მიცემა სურდა, მაგრამ მოსამართლემ ამის უფლება არ მისცა.
ბაქარ მჟავანაძე ამ დროისათვის ქუთაისში, პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. საქმეზე მომდევნო სასამაღთლო სხდომა 2 აგვისტოს გაიმართება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ბაქარ მჟავანაძე ბათუმში, საქართველოს ბანკში ორი დღის წინ შეიჭრა. ის დიდძა ტანხას ითხოვდა და მძევლების აყვანაც სცადა, თუმცა ვერ მოახერხა.