7 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან - მერია სტიქიის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვებს ისევ გასცემს

13.06.22 12:33
7 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან - მერია სტიქიის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვებს ისევ გასცემს

13 ივნისის ტრაგედიიდან შვიდი წლის შემდეგ ქალაქს სტიქიის  განმეორეობა ემუქრება. კვალიფიციური გეოლოგები  გადაჭრით ამბობენ, რომ სტიქიის ტერიტორიაზე მშენებლობა დაუშვებელია, თუმცა 7 წელია თბილისში კორპუსები ისევ უნებართვოდ  და უკონტროლოდ შენდება. 

ოპოზიცია მთელ პასუხისმგებლობას თბილისის მერს აკისრებს და მოუწოდებს, ქაოტური მშენებლობებზე ნებართვა არ გასცეს, რადგან ამან შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. 

ახლა სადაც ვიმყოფებით, ეს არის სტიქიის ზონა, რომელიც 13 ინისის სტიქიის შემდეგ  მსოფლიო ბანკის და ბევრი სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებით წარმოადგენს ძალიან კრიტიკულ ზონას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, აქ მიმდინარე მშენებლობას, მათ შორის, სხვათაშორის, თავდაპირველად მერიას არ ჰქონდა გაცემული ნებართვა ამ მშენებლობაზე, შემდეგ მაინც მოარგეს კანონი და საბოლოო ჯამში იმ დათქმით, რომ თითქოს ნულოვანი დონის 50 სმ-ით აწევა გარკვეულ რისკებისგან დაგვაზღვევდა, მაინც მოხდა სამშნებელო ნებართის გაცემა. თბილისის მერია ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობის ინტერესებს მოარგოს კანონი, კანონს არგებს საკუთარ და მათთან დაახლოებული ბიზნესმენების ინტერესებს, - ამბობს ფრაქცია "თბილისის საქარტელოსთვის" საკრებულოს წევრი გიორგი შარაშიძე. 

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ვერე ადიდდა და  ვერე ტერიტორია სრულად დატბორა. სტიქიას 21 ადამიანი  ემსხვერპლა. 

მსგავსი სიახლეები