გორის ხელისუფლება ახალ სკანდალში ეხვევა - გორის კულტურის სახლის თანამშრომელი ქრთამის აღებაშია მხილებული

13.06.22 11:22
გორის ხელისუფლება ახალ სკანდალში ეხვევა - გორის კულტურის სახლის თანამშრომელი ქრთამის აღებაშია მხილებული

გორის ხელისუფლება ახალ სკანდალში ეხვევა - გორის კულტურის სახლის თანამშრომელი ქრთამის აღებაშია მხილებული.

საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს. ბრალდებულის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლომ იმსჯელა. მაია შარაშენიძეს, რომელიც პროექტების მენეჯერი იყო, ხუთი  ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

ირკვევა, რომ კულტურის სახლის თანამშრომელმა დამოუკიდებლობის დღეს, ქრთამის სანაცვლოდ, ერთ-ერთ კომპანიას გამარტივებული ხელშეკრულება გაუფორმა და ფოიერვერკები შეიძინა.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას  9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები