დიღმის მასივში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
დიღმის მასივში ორი ახალგაზრდის დაჭრის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს. პოლიციამ იპოვა დანაშაულის ჩადენის იარაღიც - ნივთმტკიცებად ამოღებულია ორი დანა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, თბილისში, დიღმის მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთმანეთს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენეს. ორივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო"- წერია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სისხლიანი გარჩევა თბილისში შაბათს ღამე მოხდა.