რა ვითარებაში დაიღუპა ასელ აიტპაევა- საქართველოში ყაზახი იურისტების ჯგუფი ჩამოვიდა

13.06.22 14:25
რა ვითარებაში დაიღუპა ასელ აიტპაევა- საქართველოში ყაზახი იურისტების ჯგუფი ჩამოვიდა

ვინ მოკლა და რა ვითარებაში გარდაიცვალა 26 წლის ყაზახი გოგო- ასელ აიტპაევა? - აღნიშნული საკითხის გასარკვევად საქართველოში ყაზახური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და იურისტების ჯგუფი ჩამოვიდნენ. ისინი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას   ითხოვენ. 

მათი ინფორმაციით,  ოჯახი ქართველი სამართალდამცველების მუშაობით უკმაყოფილოა. მოკლული ქალის მშობლებს უნდათ გაიგონ, ვინ გამოასალმა სიცოცხლეს 26 წლის ქალი. ჩასატარებელია კომპლექსური ექსპერტიზაც.  ოჯახის ადვოკატი აცხადებს, თუ ქართული მხარე ვერ მოახერხებს მსგავსი ექსპერტიზის ჩატარებას, მაშინ ამ მიზნით ყაზახეთიდან შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები ჩამოვლენ.

ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს მოვთხოვოთ სათანადო გამოძიება. საქმეს ქართველი და ყაზახი გამომძიებლები ერთად იძიებენ, თუმცა, არ არის ჩატარებული მთავარი საგამოძიებო სიტუაციური ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, რომ რეალურად, ასელ აიტპაევას თავი არ მოუკლავს. ოჯახის მთავარი მოთხოვნა ახლა სწორედ ეს არის. 

ასელი სავარაუდოდ, ჯერ მოკლეს, მერე აივნიდან გადააგდეს. ამას არაერთი ფოტო მოწმობს, რომეიც ცხედარს ექსპერტებმა გადაუღეს. 

ოჯახს არ სჯერა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო. - აცხადებენ ყაზახური მხარის წარმომადგენლები.

ყაზახეთი საქართველოს პროკურატურას გარდაცვლილი ქალის ორგანოების  გადაცემასაც  სთხოვს.

ასელ აიტპაევა 2021 წლის 5 მაისს გარდაიცვალა. ამ ფაქტის შემდეგ სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს აიტპაევას ოჯახის ნათესავი მურბეკოვი, რომელსაც გამოძიება ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებას და ტრეფიკინგს ედავება. 

მსგავსი სიახლეები