"მძევლები ჰყავს, ითხოვს ფულს"- თავდასხმა საქართველოს ბანკზე

16.04.21 13:25
"მძევლები ჰყავს, ითხოვს ფულს"- თავდასხმა საქართველოს ბანკზე

შეიარაღებული თავდასხმა "საქართველოს ბანკზე" - თვითმხილველები "ტვ.პირველთან" ამბობენ, რომ შეიარაღებულ თავდამსხმელს მძევლები ჰყავს. 

ადგილზე პოლიციისა და სპერცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული. 

უცნობია, რამდენი ადამიანია მძევლად აყვანილი. ერთ-ერთი ინფორმაციით თავდამსხმელმა მძევლებს მობილური ტელეფონები ჩამოართვა. 

ტვ. პირველის კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ პოლიციას ავლაბარში მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილი აქვს. სავარაუდოდ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლაც შეიზღუდება. 

მეტროსადგური "ავლაბარი" რამდენიმე წუთია გაჩერებულია. 

შსს მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, შესაბამისად, უცნობია აწარმოებენ თუ არა სამართალდაცველების თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს.