ჩემი მეგობარიც იქ არის, ვურეკავ და ყურმილს არ იღებს - ბანკზე თავდასხმის თვითმხილველი

16.04.21 13:42
ჩემი მეგობარიც იქ არის, ვურეკავ და ყურმილს არ იღებს - ბანკზე თავდასხმის თვითმხილველი

 ჩემი მეგობარიც იქ არის, ვურეკავ და ყურმილს არ იღებს - აცხადებს ტვ პირველთან ,,საქართველოს ბანკის" შენობასთან მყოფი მოქალაქე. მისი თქმით, მეგობარი ბანკში შევიდა 12 საათზე და მას შემდეგ ინფორმაცია არა აქვს მის შესახებ.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ გასროლის ხმა არ გაუგონიათ. 

,,საქართველოს ბანკის" ავლაბრის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა დღის 12 საათზე მოხდა. მძარცველს მოთხოვნა ჯერ არ გაუჟღერება.