საქართველოს ბანკიდან, სავარაუდოდ, მძევლები გამოიყვანეს

16.04.21 13:54
საქართველოს ბანკიდან, სავარაუდოდ,  მძევლები გამოიყვანეს

,,საქართველოს ბანკის" შენობიდან, სადაც შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა, სამართალდამცველებმა ორი მოქალაქე გამოიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, დარჩნენ თუ არა ბანკის შენობაში მძევლები. ასევე, უცნობია დასრულდა თუ არა სპეცოპერაცია.

ავლაბარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაი, ვაჟა სირაძე გააკეთებს. 

,,საქართველოს ბანკის" ავლაბრის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დღის 12 საათზე შეიჭრა. თვითმხილველები ამბობენ, რომ გასროლის ხმა აუ გაუგონიათ. ამ ეტაპზე უცნობია, რა მოთხოვნები აქვს თავდამსხმელს.