სამზარეულოს კუთხე, დიდი ტელევიზორები, კონდიციონერები - ხელისუფლება ქურდებს ციხეში საკურორტე პირობებს უქმნის

16.06.22 15:14
სამზარეულოს კუთხე, დიდი ტელევიზორები, კონდიციონერები - ხელისუფლება ქურდებს ციხეში საკურორტე პირობებს უქმნის

სამზარეულოს კუთხე, დიდი ტელევიზორები, კონდიციონერები და გახმოვანების სისტემა ციხის საკნებში - ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფმა  სკანდალური ანგარიში გამოაქვეყნა. საერთაშორისო იზოლაციის ზღვარზე მყოფ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას გზად კიდევ ერთი უმძიმესი საერთაშორისო დასკვნა დაეწია.

ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქურდებს ციხეში საკურორტო პირობებები შეუქმნა. ანგარიშის თანახმად, მათი საკნები სასტუმრო ნომრებს უფრო წააგავს, ვიდრე ციხეს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი კომფორტული საკნები მხოლოდ პრივილიგირებული პატიმრებისთვის არის განკუთვნილი. 

ევროსაბჭომ ანგარიში სამი ქართული ციხის, ქსნის, გეგუთის და რუსთავის ციხეების შემოწმების საფუძველზე დაწერა.

საკნებს შორის იყო აშკარა სხვაობა. მაშინ, როდესაც პატიმრების უმრალესობას ვიწრო და საკმაოდ დანგრეულ ძველ საკნებშ უწევთ ცხოვრება, ზოგიერთი პატიმარი, სავარაოდოდ ისინი, ვინც მაღალ იერარქიას წარმოადგენენ, შედარებით კომფორტული პირობებით სარგებლობენ: უფრო დიდი საცხოვრებელი ფართით, გარემონტებული საკნებით, პარკეტით ან ფილებით დაგებული იატაკით, ბევრი არასტანდარტული აღჭურვილობით, როგორიც არის დიდი ტელევიზორი, „დივიდი ფლეიერი“,  ხმის გამაძლიერებლები, კონდენციონერი, სამზარეულოს კუთხე და ა.შ., - წერია ანგარიშში. 

ანგარიშში ასევე, აღწერილია როგორ მართავს კრიმინალური სამყარო ციხეებს და როგორ ბრუნავს ფული ციხეში.

დელეგაცია დაინტერესებული იყო პატიმართა არაფორმალური იერარქიის არსებობის აშკარა ნიშნებით, როგორიც არის ტიპიური სიმბოლოები, კერძოდ, „ვოროვსკოი მირ“ ანუ ქურდული სამყარო, 8 ქიმიანი ვარსკვლავი, დაღრენილი მგლები ცნობილი როგორც ოსლაკები. ეს ნიშნები კი საკნის კარებსა და კედლებზე მკაფიოდ არის გამოსახული, განსაკუთრებით მე-17 საპატიმროში. ეს ხდება ციხეების უმრავლესობაში, მაგრამ უმეტესად რუსთავში, ქსანსა და მცირედით გეგუთში. და ბოლოს, არაერთმა პატიმარმა დელეგაციას დაუდასტურა იერარქიის არსებობს ციხეებში, ფულის შეგროვება, უფრო სწორად, გამოძალვა  პატიმრებისგან, უმეტესად კი მათი ოჯახის წევრებისგან, რომელიც უკანონო პატიმართა ფონდში ე.წ. „ობშიაკში“ ირიცხება, - წერია ანგარიშში. 

ევროსაბჭოს საგანგებო დელეგაციამ საქართველოს ციხეებში მონიტორინგი რამდენიმე დღის განმავლობაში მაისის თვეში ჩაატარეს. ისინი პენიტენციურ დაწესებულებებში საკმაოდ მძიმე ფაქტებსაც წააწყდნენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, პატიმრების ჩხუბს ეხება, რომლის შედეგადაც ჩხუბის ერთი მონაწილე მძიმე ჭრილობებით კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით ევროსაბჭომ იუსტიციის სამინისტროს მიმართა, რათა გაერკვია, რა რეაგირება მოახდინა უწყებამ მომხდარტან დაკავშირებით. პასუხად კი მიიღეს, რომ "საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს". 

პუნქტი 14 – 2021 წლის 20 მაისს რუსთავის N 17 საპყრობილეშ ვიზიტის დროს ელეგაცია შეესწრო პატიმრებს შორის ჩხუბის შედეგს, რის შემდეგაც პატიმარი პოლიტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს. GPT ითხოვს გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას აღნიშნულ საქმეზე, კერძოდ, განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას და შედეგად ინფორმაციის მიწოდებას პატიმრისთსი დაკისრებული ნებისმიერი სისხლის სამართლის ან დისციპლინური სახდელის შესახებ. 
იუსტიციის სამინისტროს პასუხი: 2021 წლის 20 მაისს იუსტიციის სამინისტროს გენრალურმა ინსპექციამ მსჯავრდებული ვ.ს.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის განზრახ მძიმედ დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 117 მუხლით, რომელიც მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში იყო მოთავსებული. აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, გამოიკვლიეს ვიდეომასალები, გამოიკითხნენ შესაბამისის პირებიც, შემოწმდა შემთხვევის ადგილი. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ახლაც მიმდინარეობს,
- აღნიშნულია დასკვნაში. 
 

ციხეში არაფორმალურ გავლენებზე სახალხო დამცველის აპარატი წლებია საუბრობს. იქ არსებული მძიმე ვითარების შესახებ ნინო ლომჯარიას უწყებამ რამდენიმე წლის წინ მწვავე დასკვნა მოამზადა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გაუდაუგზავნა. ამის მიუხედავად, უწყებამ საქმე მიჩქმალა.

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე პირდაპირ ამბობს, რომ ე.წ. ზონებიდან საეჭვო სიჩუმეა, სახალხო დამცველის აპარატში ციხიდან  საჩივრები არ შედის, რაც აჩენს განცდას, რომ სამინისტრო და პენიტენციური სამსახური საჩივრებს განზრახ ბლოკავენ. 

პრობლემას, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ის, რომ ნახევრად ღია დაწესებულების მართვა ხორციელდება არა ადმინისტრაციის მიერ, არამედ „მაყურებლების“ მიერ და იქ არის გარკვეული მოჩენებითი წესრიგი ამ დაწესებულებებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ძალადობაზე დაფუძნებული სისტემაა, გარკვეული პატიმრები არიან პრივილიგირებულ მდგომარეობაში, გარკვეულ პატიმრებს უწევთ გარკვეული სტანხის შეგროვება მათი ნების საწინააღმდეგოდ. ნახევრადღია ციხეებიდან, ე.წ. ზონებიდან არ შემოდის საჩივრები სახალხო დამცველის აპარატში ისევე, როგორც არ იგზავნება საჩივრები სხვაგან. ეს არის საეჭვო სიჩუმე, რაც ადასტურებს იმას, რომ  ხელოვნბურად ხდება საჩივრების გაგზვანის დაბრკოლებას. გარკვეული პატიმრები არიან სხვებთან შედარებით პრივილიგირებულ მდგომარეობაში  ჩაყენებულებები. არაერთი პატიმარი იმყოფება ისეთ საკნებშ, რომელიც საჭიროებს რემონტს, მაშინ, როცა არაერთი, რამდენიმე საკანი იქნა იდენტიფიცირებული, სადაც პირობები იყო ძალიან კარგი, აღჭურვილი იყო ტექნიკით და სხვადასხვა საშუალებებით, - ამბობს ბურჯანაძე. 

 

მსგავსი სიახლეები