ბორჯომის გაფიცული თანამშრომლები პრემიერ ღარიბაშვილის წარმომადგენელთან შეხვედრას მართავენ
როგორ გაგრძელდება პროტესტი ბორჯომში - ეს საკითხი ახლა შეხვედრაზე წყდება, რომელსაც პროფკავშირების და საინიციატივო ჯგუფის წევრები პრემიერ ღარიბაშვილის წარმომადგენელთან მართავენ.
გაფიცულთა ინფორმაციით, პრემიერ ღარიბაშვილის წარმომადგენელმა პროტესტის ორგანიზატორები შეხვედრაზე მას შემდეგ დაიბარა, რაც გაფიცულებმა გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს, ადმინისტრაცია კი ვერაფერს გახდა.
ამ დროისთვის ბორჯომის მერიაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, პრემიერის წარმომადგენელი და პროფკავშირები ბორჯომის გაფიცულ მუშებთან შეხვედრას მართავენ.
თუ აუდიენცია კონკრეტული შედეგით არ დასრულდება, ქარხნის გაფიცული თანამშრომლები გზის გადაკეტვას აანონსებენ. ადგილზე კვლავ რჩება ასობით სამართალდამცველი.