ჩატარდება თუ არა გასვლითი სხდომა "ვივამედში" - საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროკურატურამ, რამდენიმე წუთის წინ, პროცესზე შუამდგომლობა დააყენა და მოითხოვა, რომ გასვლითი სხდომა "ვივამედში" უნდა ჩატარდეს.
პროკურატურის თქმით, საქმეში მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჩვენებაა დარჩენილი და პროცესი არ უნდა გაჭიანურდეს.
არანაირი ცნობა არ გვაქვს, თუ რატომ არ მოდის მიხეილ სააკაშვილი სამსამრთლოში, ამიტომაც ვაყენებთ შუამდგომლობას, რომ ადგილზევე, კლინიკაში განხორციელდეს ბრალდებულის დაკითხვა“. - აცხადებს საქმის პროკურორი.
პროკურორის განმარტება დაუსაბუთებელია მიხეილ სააკაშვილის უფლებდამცველებისთვის.
ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს განუმარტა, თუ როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რატომ ვერ ახერხებს ის სასამართლო პროცესზე დასწრებას.
ასევე, დაცვის მხარე ფიქრობს, რომ შუამდგომლობა, რომელიც პროკურატურამ დააყენა, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამ, წუთებში დაცვის მხარე აყალიბებს საკუთარ პოზიციას და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი.