"მიწევს მომაკვდავი ადამიანის დაცვა" - მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე დაიცავს
მიხეილ სააკაშვილს ახალი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე დაიცავს. შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის დაკავების საქმეში სასჯელის გადავადების კუთხით უნდა იმუშაოს.
შალვა ხაჭაპურიძე, საქმეში „ვაშინგტონ პოსტის“ საერთაშორისო სამართლის აღიარებული ექსპერტის ჩართვას ითხოვს.
ადვოკატი პირველებთან საუბარში აცხადებს, რომ მას არა პატიმრის, არამედ მომაკვდავი ადამიანის დაცვა უწევს.
აქ საკითხი დგას, მოხდეს თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება მის გამოჯანმრთელებამდე. გამოჯანმრთელების შემდეგ კი იგი დაუბრუნდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. დღეს ეს მოცემულობაა სამართლებრივად.
მე ვფიქრობ, რომ სასამართლოს მეგობრად ამ საქმეში უნდა ჩაერთოს ისეთი ცნობილი იურისტები, როგორებიც არიან, მაგალითად „ვაშინგტონ პოსტის“ საერთაშორისო სამართლის აღიარებული ექსპერტი, რომელთანაც მე აქაც და საზღვარგარეთაც მიმუშავია ზუსტად ამ ტიპის საქმეებზე და ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შედეგები.
ის ადამიანი არათუ მძიმე ავადმყოფია, არამედ მომაკვდავი არის. ანუ, ფაქტობრივად დადგა საკითხი ჩემს წინაშე, რომ მე უნდა დავიცვა არათუ პატიმარი, არათუ ავადმყოფი, არამედ მომაკვდავი ადამიანი“.