კადრებში ჩანს, რომ ვიღაცებს ბოთლები უჭირავთ - გლდანის საფეხბურთო გუნდის დირექტორი

16.06.22 16:28
კადრებში ჩანს, რომ ვიღაცებს ბოთლები უჭირავთ - გლდანის საფეხბურთო გუნდის დირექტორი

გლდანის საფეხბურთო გუნდის დირექტორი პაატა ჯინჭარაძე, ხაშურის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირების ინციდენტს უშუალოდ შეესწრო.

ის პირველებთან საუბარში აცხადებს, რომ გულშემატკივრები, ხაშურის „ივერიას“ მხრიდან, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. 

ჩემი შეფასებით, გულშემატკივრები ზედმეტად აქტიურები იყვნენ. მიმდინარეობს გამოკითხვები, მეც დამიბარეს და გამომკითხეს. ალბათ ფეხბურთელებსაც გამოკითხავენ და დაადგენენ, ვინ ისროლა ის ბოთლი, თუ რაც იყო. ზოგ კადრებში ჩანს, რომ ვიღაცები სვამენ, ბოთლები უჭირავთ და კიდევ შემოქვთ ლუდის ბოთლები. საქმე უნდა გადაწყდეს სამართლიანად. თუ ჩვენ ვართ დასასჯელები, დავისაჯოთ. თუ ისინი -ისინი დაისაჯონ". - ამბობს გლდანის საფეხბურთო გუნდის დირექტორი.

ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინური კომიტეტი უკვე იხილავს აღნიშნულ საქმეს და მეკარე გიორგი იოსელიანს და იმ ფეხბურთელებს, რომლებიც დაპირისპირებაში იღებდენ მონაწილეობას  დისკვალიფიკაცია მიენიჭებათ.

შეგახსენებთ, რომ ხელჩართული ჩხუბი ხაშურის სტადიონზე გუშინ მოხდა. მატჩის დროს ხაშურის ფეხბურთელს თავში ბოთლი ესროლეს და გონება დაკარგა. სანდრო ხაჩიძე ამ დრომდე ჰოსპიტალიზირებულია. 

მსგავსი სიახლეები