ძალადობა სკოლაში - ჩაქვის საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეები საკუთარ კაბინეტში სასტიკად სცემა

16.06.22 17:48
ძალადობა სკოლაში - ჩაქვის საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეები საკუთარ კაბინეტში სასტიკად სცემა

ძალადობა სკოლაში - ჩაქვის საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეები საკუთარ კაბინეტში სასტიკად სცემა.
ფაქტს „პირველებთან“ საუბარში ერთ-ერთი მოსწავლე ადასტურებს.

ბავშვებმა ერთმანეთში იჩხუბეს და დაგვიჭირეს ჩვენ, დამსწრეები ხართო. ორი გოგო და ორი ბიჭი ვიყავით. დირექტორის კაბინეტში გვცემეს, ერთ ბავშს ცემის დროს მგონი ბრეკეტები ჩამოუვარდა. სკოლის დარაჯი ესწრებოდა ამ ყველაფერს“. - ამბობს მოზარდი.
 

თავად დირექტორი ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ მას ებრძვიან და ბავშვების უკან გარკვეული ჯგუფები დგანან.

კარგით რა, მოგონილ ამბებზე პასუხს არ გაგცემთ. გარკვეული ჯგუფი შეიძ₾ება ბავშებს იყენებდეს და არ მინდა ამაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ არ მინდა ბავსვებს დავაბრალო რაიმე. შეიძლება ამ 4 ბავშის უკან ვიღაცები დგანან“.  - ამბობს სკოლის დირექტორი.

ამ თემაზე საუბარი არ სურთ, არც ამ სკოლის მასწავლებლებს და არც ნაცემი მოზარდების დამრიგებელს.  

სკოლის მნემ „პირველებთან“ ბავშვების ცემის ფაქტი დაადასტურა. 

ის ამბობს, რომ თავისი ხელით აიყვანა ბავშები დირექტორის კაბინეტში. თუმცა აღნიშნავს, რომ დირექტორს მოზარდები არ უცემია, უბრალოდ ოთხივე ბავშვს ყური აუწია და მაისურზე ექაჩებოდა.

რაც შეეხება ბავშვების დამრიგებელს, როდესაც „ტვ პირველის“ გადამღებმა ჯგუფმა მშობელს მასთან დაარეკინა, დამრიგებელმა მშობელს პირდაპირ აუკრძალა კამერებთან საუბარი. 

ცნობისთვის, სკოლის დირექტორი ტარიელ ქათამაძე ერთხელ უკვე იყო სკოლიდან გაშვებული. 
 

მსგავსი სიახლეები