ქართული მედიის წარმომადგენლები ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებს ხვდებიან
ჟურნალისტები, მედია მენეჯერები და ექსპერტები ამ წუთებში ქვეყანაში აკრედიტირებულ დიპლომატებს საქართველოს მედია გარემოს შესახებ ესაუბრებინ.
ზეწოლა, შანტაჟი, ციხის საკანში გამოკეტილი მედია მენეჯერი და გარემო, რომელიც მედისთვის უსაფრთხო არ არის - არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გრასი" უმწვავეს კვლევას ასაჯაროვებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ მედია გარემო ჩვენს ქვეყანაში შემაშფოთებელია. ეს კი პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, როდესაც ევროპიდან უმნიშვენლოვანეს გადაწყვეტილებას ველოდებით.
ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მედიამენეჯერები და მმართველები ციხეში არ იმყოფებიან. ჩვენ ქვეყანაში ზოგი ციხეში ზის, ზოგი კი ციხის გზას არის გაყენებული. რა თქმა უნდა, ამაზე მწვავე რეაგირება იქნება მთელი მსოფლიოსგან.
თუ შენ დემოკრატიული მმართველი ხარ, როგორ შეიძლება, მედიამენეჯერებს ციხეში სვამდე? 5 ივნისს აწყობდე - ამბობს ,,ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი.