თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ბიურო ხატიაშვილების ოჯახს ასახლებს
ხმაური თბილისის ცენტრში - კეკელიძის ქუჩაზე სააღსრულებლო ბიურო ხატიაშვილების ოჯახს ასახლებს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ჩვილ ბავშვიან ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება.
ხატიაშვილებს დავა აქვს კერძო იპოთეკართან, რომლისგანაც ფული ისესხა და რომელმაც რამდენიმე თვის თანხის გადახდის დაგვიანების შემდეგ ოჯახს ბინა წაართვა.
ხატიაშვილების უფლებადამცველები ამბობენ, რომ მევახშის საქმიანობა საქართველოს კანონდებლობის დარღვევაა.