უბედური შემთხვევა ხულოში - 25 წლის მამაკაცს ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა
უბედური შემთხვევა აჭარაში - 25 წლის მამაკაცს ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა. იგი ბათუმში კლინიკა BSM-ში არის მოთავსებული.
დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ხულოს მუნიციპალიტეტში ჰესის ტერიტორიაზე გუშინ ღამით მოხდა.