გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა

18.06.22 11:36
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა

2 წელი გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიიდან - 19 წლის ფეხბურთელი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. 

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 

შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დააკავეს კონფლიქტის მონაწილე ახალგაზრდები.

რამდენიმეთვიანი გამოძიებისა და სასამართლო პროცესების შემდეგ, ორ არასრულწლოვანს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო სამ სრულწლოვან ბრალდებულს - 16-16 წლიანი პატიმრობა. 

მსგავსი სიახლეები