ვისაც გინდათ თქვენი შვილები რუსის ჯარში არ მსახურობდნენ, გამოდით 20-ში აქციაზე - კახა გოგიძე
სამოქალაქო საზოგადოება 20 ივნისს, 20 საათზე ერთიანობის დემონსტრირებისთვის ემზადება.
ქვეყნის მთავარ გამზირზე ქუჩაში გამოვლენ გასხვავებული პროფესიისა და შეხედულებების ადამიანები, ისინი ვისთვისაც საქართველოს თავისუფლება უპირველესია.
მსახიობი კახა გოგიძე ხალხს, რომლისთვისაც შვილების თავისუფლება მნიშვნელოვანია, რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.
ხელისუფლება ცდილობს რომ ევროპას უარი ათქმევინოს ჩვენზე. ვირ-ეშმაკობს, ვითომ თვითონ ყველაფერს აკეთებენ, ევროპისკენ დგამენ ნაბიჯებს ვითომ, მაგრამ ხომ ხედავთ ევროპამ ზურგვი შეგვაქცია.
ვისაც რეალურად გინდათ თქვენი შვილების თავისუფლება და ვისაც რეალურად გინდათ თქვენი შვილები რუსის ჯარში არ მსახურობდნენ, გამოდით 20-ში აქციაზე“. -ამბობს კახა გოგიძე.
20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე საქართველოს მოსახლეობამ ოცნების ხელისუფლებას და ევროპას უნდა დაანახოს, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას.