არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც, ჩვენ არ უნდა დავდგეთ ერთად აქციაზე - ბათუმი 20 ივნისისთვის ემზადება

18.06.22 13:20
არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც, ჩვენ არ უნდა დავდგეთ ერთად აქციაზე - ბათუმი 20 ივნისისთვის ემზადება

20 ივნისს, 20 საათზე ხალხი ქუჩაში  ბათუმშიც გამოდის. დედაქალაქის პარალელურად აჭარა პროტესტის ეპიცენტრი იქნება.

არასამთავრობო სექტორის ორაგნიზებით ზღვისპირა ქალაქში დიდი მარში გაიმართება.

სამოქალაქო საზოგადოება ფიქრობს, რომ სიმბოლურ დღეს მნიშვნელოვანია გარეთ ბევრი ადამიანი გამოვიდეს და ასე აიძულოს ხელისუფლებას ევროკავშირის მოხოვნების შესრულება. 

მე არ მინდა რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ საბჭოთა ტიპის ან რუსეთის სახელმწიფოში. მე მინდა, რომ ჩემი შვილები თავისუფლად აზროვნებდნენ, არ ეშინოდეთ განცხადებების გაკეთების და ნებისმიერ ქვეყანაში, როცა მოუნდებათ მაშინ წავიდნენ, დაისვენონ, ისწავლონ“. - ამბობს მოქალაქე.

მემგონი ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ 20 ივნისი არის ის დღე, როცა ყველა ჩვენგანს გვევალება, რომ გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც, ჩვენ არ უნდა დავდგეთ 20 ივნისს ერთად აქციაზე“. - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
 

"შინ ევროპისკენ" - ამ სახელწოდებით აქცია თბილისში 20 ივნისს, 20:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები