„ჩვენ მაშინ ვახსენდებით, როცა ვეცოდებით. სულ სხვა მიდგომებს გვთავაზობს ევროპა“ -შშმ პირები
„ჩვენ მაშინ ვახსენდებით, როცა ვეცოდებით. სულ სხვა მიდგომებს გვთავაზობს ევროპა“ - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ევროკავშირთან სიახლოვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მათი თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის დაჩქარების კუთხით იმედი გაუჩნდათ, თუმცა, ბოლო პერიოდში ამ პერსპექტივას საფრთხე ემუქრება.
შეზღუდული შესაძლებლობის პირები დიდი იმედით განვიმსჭვალეთ იმ შესაძლებლობით, რომელიც უკრაინის ომის შემდგომ გამოჩნდა ევროპასთან ინტეგრაციის დაჩქარების კუთხით. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვართ მსხვერპლნი ქველმოქმედების და მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როცა ვეცოდებით. სულ სხვა მიდგომებს გვთავაზობს ევროპა და ჩვენ ვცოცხლობთ იმედით, რომ ეს პროცესი დაჩქარდება. თუმცა, როგორც ჩანს დაჩქარება კი არა, ჩვენ შეიძლება უფრო დავშორდეთ ამ პერსპექტივას, რაც ძალიან შემაშფოთებელია ჩვენი თემისთვის, იმიტომ, რომ აღმოვჩნდებით ისევ ქველმოქმედების და დახმარების იმედად, რაც ჩვენ არ გვინდა. ერთადერთი სივრცე, სადაც კანონის უზენაესობა, თანასწორობა და განსხვავებული ადამიანების პატივისცემა შესაძლებელია ეს არის ევროპა და ჩვენ ძალიან ვღელავთ ამ საკითხზე“. - განაცხადეს შშმ პირებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს. მისი შეფასებით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული მომავალი უნდა მისცეს, თუმცა გარკვეული დათქმებით.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დონ დერ ლაიენის თქმით, ქვეყანა ევროკავშირში ინტერგრაციისთვის პოლიტიკურად უნდა შეიკრას და სტრუქტურული რეფორმები გაატაროს.