20 ივნისი იქნება იმის დადასტურება, რომ ხალხი ხელისუფლების გზავნილებისგან განსხვავდება - ნინო დოლიძე
20 ივნისის გამოსვლა იქნება იმის დადასტურება, რომ ხალხი ხელისუფლების გზავნილებისგან განსხვავდება - ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.
ნინო დოლიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დასავლური კურსი არ იყოს წარმატებული.
ჩვენ ყველას გვინდა ევროპა, მიუხედავად პოლიტიკური და ასაკობრივი განსხვავებისა, ყველა თაობას ამ ქვეყანაში და შესაბამისად ამის დადასტურება იქნება 20 ივნისს გამოსვლა. ეს იქნება გზავნილი ხელისუფლებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენი დასავლური კური არ იყოს წარმატებული, რომ ხალხის მოთხოვნა არის ეს და ხალხი განსხვავდება ხელისუფლების გზავნილებისგან“. - ამბობს ნინო დოლიძე.
არასამთავრობო ორგანიზაციები 20 ივნისს ქვეყნის სადარაჯოზე ქუჩაში იდგებიან.