20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამოვიდეთ და ერთად დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი - ექიმები
მედიკოსები ევროპულ აქციას უერთდებიან.
ექიმები მოგვიწოდებენ, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამოვიდეთ და ერთად დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი.
საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებუკლება მიმდინარე პროცესისადმი, მიზანმიმართული ნაბიჯები ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ძირს უთხრის ჩვენს შესაძლებლობას, გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი. ევროკომისიის მოსაზრებით, რომელიც ასახავს საქართველოში რეალობას, სტატუსის მისაღებად აუცილებელია სასწრაფოდ გავითვალისწინოთ მათი რეკომენდაციები, რათა გვქონდეს შანსი, რომ ჩვენს შვილებს მივცეთ ნათელი მომავალი". - ამბობენ ექიმები.
ქვეყნის მთავარ გამზირზე ქუჩაში ასევე გამოდიან განსხვავებული პროფესიის და შეხედულებების ადამიანები, ისინი ვისთვისაც საქართველოს თავისუფლება უპირველესია და ვინც ფიქრობს, რომ ორშაბათს აქციაზე დგომა ყველა მოქალაქის ვალია.