ბათუმში მომხდარ ავარიას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა
ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 წლის ბავშვი დაიღუპა, მისი თანხმლები 10 წლამდე ბავშვი დაშავდა. შენთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. "პირველების" ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტომობილი, რომელსაც 18 წლის ახალგაზრდა მართავდა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა.
შსს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.