სისხლიანი გარჩევა რუსთავში - დაჭრილია 3 ახალგაზრდა
რუსთავში 3 ახალგაზრდა კაცი დაჭრეს - "ინფო რუსთავი"- ს ცნობით, სისხლიანი დაპირისპირება მე-12 მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა.
დაპირისპირების მიზეზი უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანა.