სისხლიანი გარჩევა გლდანულაში - მოკლულია 29 წლის მამაკაცი

19.06.22 11:29
სისხლიანი გარჩევა გლდანულაში - მოკლულია 29 წლის მამაკაცი

სისხლიანი გარჩევა გლდანულაში მსხვერპლით დასრულდა.  29 წლის მამაკაცს სასიკდვილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. დაჭრილია კონფლიქტში მონაწილე კიდევ 4 ახალგაზრდა. 

შსს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც მომხდარით ტვ პირველი დაინტერესდა. უწყების ცნობით, საქმე ცხელ კვალზე გახსნეს. სამი პირი, რომლებმაც კახა მახარაძეს ჩასაფრება მოუწყვეს, დაკავებულია. ბრალდებულებს ადგილზე ხელკეტები ჰქონდათ მიტანილი. 

აღსანიშნავია ასევე, რომ პირი, რომელიც უშუალოდ კახა მახარაძის მკვლელობაშია ბრალედბული, მოკლულის სისხლით ნათესავია. რა გახდა ნათესავებს შორის დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. 

კახა მახარაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 

მსგავსი სიახლეები