"ყვიროდა, დაგხოცავთ ყველასო" - რუსთავში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები
სისხლიანი დაპირისპირება რუსთავში - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია. ირკვევა, რომ 3 ადამიანი ცივი იარაღით ერთმა ახალგაზრდამ დაჭრა. სამივე კლინიკაში არიან გადაყვანილები. მათ ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდათ.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ჩხუბის ხმა რამდენიმე საათის განმავლობაში ესმოდათ. არსებული ინფორმაციით, სამივე პირი ერთმა ადამიანმა დაჭრა.
ყვრილის ხმა ისმოდა,... მირბოდა და იგინებოდა, "დაგხოცავთ ყველასო", - ამბობს თითმხილველი.
საქმეში ორი დანა ფიგურირებს.
შსს-მ ცხელ კვალზე 18 წლამდე ახალგაზრდა დააკავა. მას 9-დან 13 წალმდე პატიმრობა ემუქრება.