"დაჭრილი გამოჰყავდა რა დროსაც ზურგში ესროლეს" - უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაურია

19.06.22 11:50
"დაჭრილი გამოჰყავდა რა დროსაც ზურგში ესროლეს" - უკრაინაში დაღუპული  ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაურია

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაურია. ის სევეროდონეცკის მისადგომებთან იბრძოდა. ზვიადაური სასიკდილოდ ზურგში მაშინ დაჭრეს, როდესაც დაჭრილი სამხედროები სამშვიდობოს გაჰყავდა. 

ალუდა ზვიადაურის ცხედარი უბედური შემთხვევის ადგილიდან ქარველ პარტიზანთა 20 კაციანმა ჯგუფმა გამოიტანა. მათი ცნობით, ზვიადაური უკრაინულ ბატალიონში იბრძოდა. 

დაჭრილი გამოჰყავდა და ამ დროს, მოკლედ, ერთ-ერთ დაჭრილ ჯარისკაცს შესწირა თავის სიცოცხლე, იმიტომ, რომ ის არ მიატოვა, გამოიყვანა, - ამბობს ქართველი მებრძოლი ნადიმ ხმალაძე. 

ქართველი მებძროლის ცხედარი ამ დროისათვის დნეპრში, პროზექტურაშია დასვენებული. მას სამშობლოში სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ. 

მსგავსი სიახლეები