20 ივნისი 20:00 საათი - ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციამდე ერთი დღე რჩება

19.06.22 12:18
20 ივნისი 20:00 საათი - ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციამდე ერთი დღე რჩება

20 ივნისი 20:00 საათი, ქვეყნის მთავარი გამზირი -  ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციამდე 1 დღე რჩება. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები რიგით მოქალაქეებთან ერთად ღარიბაშვილის მთავრობას ქართველი ხალხის ნებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ. 

"ევროპა ჩვენი სახლია", "წინ ევროპისკენ" აქციის მთავარი ლოზუნგები იქნება. 

თბილისის გარდა საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართება. 

20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე "ქართული ოცნება" მისვლას არ აპირებს. 

მსგავსი სიახლეები