ტვ პირველის დაზარალებული ოპერატორი გამოკითხვაზეა - მესამე სექტორი ხელისუფლების პასუხსიმგებლობაზე საუბრობს
ტვ პირველის ოპერატორი, რომელსაც თავს დაესხნენ, გამოკითხვაზეა. მურმან ზოიძე ამ წუთებში ჩვენებას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აძლევს. განყოფილებაში არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც მომხდარი საკუთარი თვალით ნახეს.
ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულიდან 12 საათი გავიდა, თუმცა პოლიციამ მოძალადეების იდენტიფიცირება ჯერ ვერ შეძლო.
მესამე სექტორი ამბობს, რომ მედიის წინააღ,დეგ ძალადობებს ხელისუფლება ახალისებს. მათი თქმით, ამის კიდევ ერთი მაგალითი 5 ივლისი იყო.
კიდევ და კიდევ ახალი ფაქტები ვლინდება მედიაზე თავდასხმის. ეს ყველაფერი, რა ტქმა უნდა, განპირობებულია იმით, რომ უბრალოდ გამოძიებელია დანაშაულები, წახალისებულია პირდაპირ ხელისუფლების მხრიდან მათი სიძულვილის შემცველი განცხადებებით. მარტივია მტკიცებულებების მოპოვება, თუ ამას უახლოესი საათების განმავლობაში პოლიცია არ გააკეთებს და უახლოესი საათების აგნამვლობაშ არ იქნება ეს მტკიცებულებები მოპოვებული, ჩვენ შეგვეძლება უკვე შემდგომ ვთქვათ, რომ აქ ხელისუფლების დაინტერესება არსებობდა, - ამბობს საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.
შემტხვევა ბათუმშ, ხალხმარავალ ადგილას მოხდა. 5 პირი ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა და ოპერატორი სცემა.