დნეპროპეტროვსკში ოკუპანტებმა ნავთობბაზა ააფეთქეს - დაიღუპა 1 მაშველი
დნეპროპეტროვსკში ოკუპანტებმა ნავთობბაზა ააფეთქეს. აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს მეხანძრეები ამ დრომდე ებრძვიან. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმზღვანელი ავრცელებს.
ახლახანსნოვომოსკოვსკის რაიონში ნავთობის რეზერვუარი აფეთქდა. იქ მაშველები 14 საათია ხანძრას ებრძვიან, რომელიც მტრის სარაკეტი იერიშებმა გამოიწვია. ერთი მაშველი დაიღუპა, კიდევ ორი დამწვრობით ჰოსპიტალიზირებულია, - ამბობს ვალენტინ რეზნიჩენკო.
მისივე ცნობით, შემთხვევის შედეგად სულ 13 ადამიანი დაშავდა.