პუტინისგან დევნილ რუს ჟურნალისტთან სახალხო დამცველის რწმუნებულს არ უშვებენ
პუტინისგან დევნილ რუს ჟურნალისტთან სახალხო დამცველის რწმუნებულს არ უშვებენ. რუსეთიდან გამოქცეული ქალი დარიალის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილებაშია გამოკეტილი.
ომბუდსმენის ინფორმაციით, რუს ბლოგერს მაღალი ტემპერატურა აქვს, თუმცა ექიმს არ ახვედრებენ. ინსა ოგუზი წამლების და ჰიგიენური საშუალებების გარეშეა დარჩენილი.
ნინო ლომჯარია შსს მოუწოდებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იმოქმედოს და ქალი უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოს, რადგან რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში რუს ბლოგერს დაპატიმრება და არასათანადო მოპყრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ პუტინის მოწინააღმდეგე, კრემლის მიერ დევნილ რუს ბლოგერს ინსა ლანდერს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა.
რუსი ბლოგერის ქვეყანაში არშემოშვების მიზეზად უწყება ბლოგერის მხრიდან მესაზღვრეებისთვის ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის მიცემას და ასევე, ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს ასახელებს.