ტვ პირველის ოპერატორის გამოკითხვა დასრულდა - უცნობია არიან თუ არა მოძალადე პირები იდენტიფიცირებულები

19.06.22 15:23
ტვ პირველის ოპერატორის გამოკითხვა დასრულდა - უცნობია არიან თუ არა მოძალადე პირები იდენტიფიცირებულები

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ტვ პირველის ოპერატორის გამოკითხვა დასრულდა. გამომძიებლებს აინტერესებდათ, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი და რამდენი ადამიანი მონაწილეობდა მასში. 

გამოკითხვას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც, რომლებიც ასევე, თითმხილველებიც არიან. მათ თქმით, არიან თუ არა მოძალადე პირები იდენტიფიცრებულები, გამოძიებას არ უთქვამს.

აინტერესებდათ დეტალურად რა მოხდა, სად დაიწყო ინციდენტი, ვიცანი თუ არა ვინმე. ყველა საკიტხი დეტალურად, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა, როდის შევამჩნიეთ, რომელ საათზე, რა დგილას, საიდან მოდიოდნენ და ა.შ. , - ამბობს თვითმხილველი.

"პირველებმა" ინფორმაციის მიღება საქმის  გამომძიებლისგან სცადა, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო. 

შემთხვევა ბათუმში, ხალხმარავალ ადგილას მოხდა. 5 პირი ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა და ოპერატორი სცემა. 

მსგავსი სიახლეები