სავარაუდო კანიბალიზმი თბილისში - სანზონაში დიდი რაოდენობით გახრწნილი ხორცი ნახეს

19.06.22 20:08
სავარაუდო კანიბალიზმი  თბილისში - სანზონაში დიდი რაოდენობით გახრწნილი ხორცი ნახეს

სავარაუდო კანიბალიზმის შემთხვევა თბილისში - სანზონაში, ექიმის სახლში პოლიციამ დიდი რაოდენობით გახრწნილი ხორცი აღმოაჩინა. ნაპოვნია ასევე, ბანკებში მოთავსებული სითხე და კონტეინერებში შენახული ფეკალიები.

ადგილობრივები ეჭვობენ, რომ საქმე კანიბალიზმს ეხება. მოსახლეობას სუნი 3 თვეა აწუხებს.

ადგილობრივებმა ადგილზე სამართალდამცავები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სუნის გამო კორპუსში ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ბინაში მყოფმა ქალმა სამართალდამცავებს კარი არ გაუღო. პოლიცია ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით შევიდა. 

მეზობლები რამდენიმე საეჭვო გარემოებაზე საუბრობენ. მათი თქმით, კლინიკა "მედისონის" ექიმს მოხუცი დედა ჰყავდა, რომელიც გარდაიცვალა, თუმცა სად ცხოვრობდა ის და რა ვითარებაშ გარდაიცვალა, უცნობია. ასევე,  მეზობლების თქმით, ქალს მეგობარი მამაკაცი ჰყავდა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა აღარ უნახავთ.

საეჭვო ხორცი ახლა ექსპერტიზაზეა წაღებული. 44 წლის მოქმედი ექიმი ადგილზე 2 დღეა არ გამოჩენილა. ბინა დალუქულია. 

შსს ამ დრომდე არ ამბობს, რა მუხლით დაიწყო გამოძიება. 

მსგავსი სიახლეები